"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. 

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ეს პროცესი უნდა მივიყვანოთ ლოგიკურ ფინალამდე, ამ რეჟიმის დემოკრატიულ მარცხამდე და ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ძალაუფლებიდან ჩამოშორებამდე.

„შოთაძის გადადგომა ივანიშვილის რეჟიმის რღვევაა და ამტკიცებს, რომ ქართული საზოგადოება საყოველთაო პროტესტით სწორ გზაზე დგას.

თავისუფალი სამყაროს წნეხთან ერთად სწორედ ამ პროტესტის გაგრძელება და გაღრმავება მოგვიტანს შედეგს პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ "ფეისბუკში" დაწერა - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვტოვებ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას

მოგვიანებით, ირაკლი შოთაძემ მედიასთან განაცხადა - სამწუხაროა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება სპეკულაციების საგანი გახდეს - ჩემს განცხადებაში დეტალურად ავხსენი, რა იყო ჩემი გადადგომის მიზეზი