უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არსებობს სიგნალი, რომ ჩინეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

"საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება, ვიზიტით ჩინეთში იმყოფება. მან მოლაპარაკებები აწარმოა და შედეგების შესახებ მითხრა. ეს უკრაინელი სახელმწიფო მოხელის ამ დონის პირველი ვიზიტია მრავალი წლის განმავლობაში და ეს ძალიან კარგია. გვაქვს მკაფიო სიგნალი, რომ ჩინეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. დადასტურდა ისიც, რაც ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა მითხრა, ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.