უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების გადაცემას დააჩქარებს.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე შეხვდა პოლონეთის პრემიერ–მინისტრ დონალდ ტუსკს „უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების განსახილველად“.

ვოლოდიმირ ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, რა გადაწყვეტილებაზეა საუბარი.

როგორც დასავლური მედია იუწყება, უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან ამ ზაფხულს – ექვს, წლის ბოლომდე კი სულ 20-მდე F-16-ს მიიღებს.