BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან მუშაობა, თუ მას ხელახლა აირჩევენ აშშ-ის პრეზიდენტად, მძიმე სამუშაო იქნება.

ზელენსკის თქმით, ის მზად არის, იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაშია.

„დონალდ ტრამპთან მუშაობა მძიმე სამუშაო იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.