უკრაინელმა დამცველებმა დონეცკის ოლქში მდებარე სოფელი პანკოვკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკი Telegram არხზე ავრცელებს.
"225-ე ცალკეული შემტევი პოლკისა და პირველი შემტევი ბატალიონის "შავი გედის" მიერ ჩატარებული შეტევითი ოპერაციების დროს დონეცკის ოლქში პანკოვკას დასახლება გათავისუფლდა", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ეს დასახლება უკრაინის ეროვნული გვარდიის პირველი არმიის კორპუსის პასუხისმგებლობის არეალში მდებარეობს.