16 სექტემბრის ღამეს რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქზე იერიში მიიტანა.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
გარდა ამისა, იერიშის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა 3 საცხოვრებელ სახლს, ორ სატვირთო მანქანასა და ტექნიკური მომსახურების სადგურს.
"ხანძრის შედეგების ლიკვიდაციაში ჩაერთო 78 მაშველი და 17 ერთეული ტექნიკა. ადგილზე მუშაობს ყველა საჭირო სამსახური". – წერია უკრაინის სახელმწიფო სამაშველო სამსახურის განცხადებაში.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.