უკრაინამ სევასტოპოლზე, ვორონეჟზე, ტაგანროგსა და ტუაფსეზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ტუაფსეში უკრაინელების სამიზნე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იყო.

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სევასტოპოლის წინააღმდეგ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელმა მიხაილ რაზვოჟაევიმ განაცხადა.

მისი მტკიცებით, სევასტოპოლზე შეტევა განხორციელდა როგორც უპილოტო საფრენი აპარატებით, ასევე, წინასწარი ინფორმაციით, Storm Shadow-ის ტიპის რაკეტებით.

"ჩრდილოეთ მხარის, ფიოლენტის, სევასტოპოლის ყურისა და ომეგას ყურის რაიონებში 20-ზე მეტი უპილოტო აპარატი ჩამოვაგდეთ", - დაწერა რაზვოჟაევმა Telegram-ში.

კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები საზღვაო ტერმინალის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

რეგიონის ხელისუფლების განცხადებით, შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ოპერატიულად ჩააქრეს.

ოპერატიული შტაბის ცნობითვე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლებიც, ერთი მრავალბინიანი და ხუთი კერძო სახლი, სადაც მინებია ჩამსხვრეული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.