ისრაელის პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა.
ინფორმაციას times of Israel-ი ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს ირანთან ომის განახლების შესაძლებლობა და ჩინეთში ტრამპის ვიზიტი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი ირანთან ომის განახლებისთვის ემზადებიან.












