სი ძინპინმა პირობა დადო, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოლაპარაკებების დროს ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მკაცრად განაცხადა, რომ ირანს იარაღს არ მიჰყიდიან.
„ჩინეთი მათ სამხედრო აღჭურვილობას არ მიაწვდის. ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. სი ძინპინმა ეს დღეს თქვა. მან ეს მკაცრად თქვა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სი ძინპინმა ასევე ხაზი გაუსვა ჩინეთის ეკონომიკურ კავშირებს ირანთან, განსაკუთრებით ნავთობის კუთხით.
„ჩინეთი მათი ნავთობის დიდ ნაწილს ირანისგან ყიდულობს, სი ძინპინმა მითხრა, რომ მათ სურთ ამის გაგრძელება“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა იმედგაცრუება გამოთქვა, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადს ითხოვდა. ამასთან, ტრამპის თქმით, სი ძინპინმა უთხრა, რომ სიამოვნებით დაეხმარებოდა ირანთან შეთანხმების მიღწევაში.
„პრეზიდენტ სი ძინპინს სურს შეთანხმების მიღწევა. მან თქვა: „თუ შემიძლია რაიმე დახმარება, მინდა, ეს გავაკეთო“. მას სურს ჰორმუზის სრუტის გახსნა“- განაცხადა ტრამპმა.











