ეროვნულ ლიგაში ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ქუთაისში, „რამაზ შენგელიაზე“, „ტორპედომ“ თბილისი “დინამოს“ უმასპინძლა.

უშედეგო პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები 58-ე წუთზე ფელიპე პირესის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა, მოგებიანი ანგარიშის შენარჩუნება მხოლოდ 13 წუთის განმავლობაში  შეძლეს.

71-ე წუთზე ხალიდ დოლტმურზიევმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩი ფრედ დასრულდა.




მოამზადა რაულ კაპანაძემ