კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტი ჩინეთში ძალიან მალე შედგება და მისთვის მზადება უკვე დასრულებულია.
"ჩვენ ძალიან, ძალიან მალე გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას. ვინაიდან ამას ჩვენს ჩინელ მეგობრებთან შეთანხმებით ვაკეთებთ, უბრალოდ არ გვინდა, რომ ადრეულად ვთქვათ," - განაცხადა პესკოვმა
ამას გარდა, South China Morning Post წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტის დასრულებიდან სულ რამდენიმე დღეში, 20 მაისს ჩავა პეკინში.
SCMP-ს ინფორმაციით, პუტინის ვიზიტი არ ითვალისწინებს ისეთ გრანდიოზულ დახვედრას და ღონისძიებებს, რომლებიც ტრამპის ჩასვლისთვის იყო დაგეგმილი. გამოცემის ცნობით, შეხვედრა ერთდღიანი იქნება და ჩინეთსა და რუსეთს შორის რუტინულ გარიგებებსა და საკითხებს შეეხება.




