აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პეკინში სახელმწიფო ვიზიტის დროს ჩინეთთან "შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმებები" გააფორმა.
"ეს იყო წარმოუდგენელი ვიზიტი. ვფიქრობ, ამან ძალიან ბევრი კარგი შედეგი მოიტანა. ჩვენ გავაფორმეთ რამდენიმე შესანიშნავი სავაჭრო შეთანხმება, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლოა" - თქვა ტრამპმა 15 მაისს.
ტრამპის თქმით, ჩინეთი 200-მდე Boeing-ის სამოქალაქო თვითმფრინავის შეძენას დათანხმდა, ხოლო სი, გავრცელებული ინფორმაციით, "მომხრეა იდეის", რომ შესაძლოა ჩინეთმა ამერიკული ნავთობის შეძენაც დაიწყოს. ამის შესახებ ტრამპმა 15 მაისს Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ტრამპმა ასევე მიანიშნა ფინანსური მომსახურების სექტორში შესაძლო გარღვევაზე, კერძოდ, ჩინეთში საკრედიტო ბარათების გამოყენების გაფართოებასთან დაკავშირებით.
"მე ვკითხე: "რატომ არ შეიძლება Visa-ს გამოყენება ჩინეთში?" რაღაც მიზეზის გამო ისინი თითქოს შავ სიაში იყვნენ მოქცეულნი, მაგრამ შესაძლოა ეს შეზღუდვა მოიხსნას" - თქვა ტრამპმა.








