აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებს, ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები ელოდება. ამის შესახებ ტრამპმა BFMTV-ის ეთერში ისაუბრა.
ტრამპის თქმით, არ იცის, მოხერხდება თუ არა უახლოეს პერიოდში ირანთან შეთანხმების მიღწევა.
"წარმოდგენა არ მაქვს, გააკეთებენ თუ არა ამას. თუ არა. მათ ძალიან მძიმე დღეები ელით, ძალიან მძიმე დღეები. უმჯობესია, შეთანხმებას დათანხმდნენ", - განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ამერიკული მედიის ინფორმაციით, თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშების განახლების შესაძლებლობას განიხილავს.
ამავე დროს, ისრაელმა შაბათს სამხრეთ ლიბანში მორიგი ავიაიერიშები განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი კიდევ თვე-ნახევრით გაახანგრძლივეს.








