საფრანგეთის ლიგა 1-ში მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა.
ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“. მან ამჯერად სახლში „მონპელიე“ დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილი (flashscore - 6.8) 65-ე წუთზე შეცვალეს.
„სენტ-ეტიენი“ - „მონპელიე“ 3:1(1:1)
გიორგი აბუაშვილის „მეცმა“ სახლში „როდეზი“ დაამარცხა.
გიორგი აბუაშვილი (flashscore - 6.4) 74-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცი“ - „როდეზი“ 4:1(3:1)
მოამზადა რაულ კაპანაძემ




