საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სანაპირო ზონებში წარმოქმნილი ავარიული ვითარების აღმოფხვრის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისათვის ჩასატარებელი ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვისთვის, ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
თითოეული შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 50 000 000 ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაუთვალისწინებელი სასწრაფო, ავარიული ვითარების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, საჭიროების მიხედვით უნდა მოამზადოს როგორც ობიექტის დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე აწარმოოს შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებიც. რაც იძლევა შესაძლებლობას, წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს უმოკლეს დროში და გადაიჭრას რაციონალურ ვადებში.
აღნიშნული მოდელი ხელს უწყობს სანაპირო ზონებში წარმოქმნილი ავარიული ვითარების დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრას.
შესყიდვის ბმულები:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=698632&lang=ge
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=698524&lang=ge









