თანამგზავრით გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ირანი ისრაელისა და აშშ-ის მიერ დაბომბილი სამხედრო ობიექტების გამაგრებას ცდილობს.
ინფორმაციას და შესაბამის ფოტომასალას „როიტერი“ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ ობიექტებზე ბეტონის ახალი საფარი მოეწყო.
მედიის ცნობით, თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარე პარჩინის კომპლექსი ირანის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სამხედრო ობიექტია. დასავლური დაზვერვის ცნობით, თეირანმა იქ ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ ატომური ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებული ტესტები ჩაატარა. თუმცა, ირანი ყოველთვის უარყოფდა ატომური იარაღის შექმნის მცდელობას. აღნიშნულ კომპლექსზე ისრაელმა თავდასხმა 2024 წლის ოქტომბერში განახორციელა.
როგორც „როიტერი“ წერს, სატელიტით გადაღებულ ფოტოებზე ჩანს დროთა განმავლობაში ადგილზე მიმდინარე განვითარება და ახალი ნაგებობის მშენებლობა.
მათივე ცნობით, ფოტოები ასევე აჩვენებს, რომ ირანმა დამარხა გვირაბის შესასვლელები ბირთვულ ისპაჰანის კომპლექსზე და გაამაგრა სარაკეტო ხაზები. ისპაჰანის კომპლექსი ირანის სამი ურანის გამდიდრების ქარხნიდან ერთ-ერთია, რომლებიც შეერთებული შტატების სამიზნე 2025 წელს გახდა.
თარგმანი: პირველი არხი











