ირანმა აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილისა და ფორმატის ცვლილება მოითხოვა.

ამის შესახებ „აქსიოსი” ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

შეხვედრა პარასკევს, სტამბოლში იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა თეირანი ითხოვს, რომ მოლაპარაკებები ომანში გაიმართოს.

ამასთან, როგორც „აქსიოსი“ იუწყება, ირანის მოთხოვნაა, რომ მოლაპარაკებები ჩატარდეს მხოლოდ ორმხრივ ფორმატში, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის და არა რამდენიმე არაბული და მუსლიმური ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და აბას არაღჩის შეხვედრა 6 თებერვალს, სტამბოლში იყო დაგეგმილი.

თარგმანი: პირველი არხი