6 თებერვალს ირანში აშშ-ს ვირტუალურმა საელჩომ გაფრთხილება გაავრცელა და ამერიკის მოქალაქეებს "ირანის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ" კიდევ ერთხელ მოუწოდა. საელჩოს განცხადებას თან ახლდა სასაზღვრო გამშვები პუნქტების სია, რომლებიც განცხადების გაკეთებისას ჯერ კიდევ ღია იყო.
თავდაპირველად ამერიკის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 იანვარს მოუწოდა. საელჩოს განცხადებით, ირანში "გაზრდილია უსაფრთხოების ზომები, გზების გადაკეტვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება და ინტერნეტის დაბლოკვა".
ამასთან, სახდეპი ამერიკის მოქალაქეებს კვლავ აფრთხილებს, რომ "აშშ-ს მოქალაქეები უნდა ელოდონ ინტერნეტთან წვდომის შემდგომ შეფერხებებს, დაგეგმონ კომუნიკაციის ალტერნატიული გზები და, თუ ამის გაკეთება უსაფრთხოა, განიხილონ ირანიდან სომხეთში ან თურქეთში სახმელეთო გზით გამგზავრება."




