საფრანგეთში ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩაში 195 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა, მათ შორის 24 ათასი პარიზში.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის პოლიციის პრეფექტურამ ოთხი ადამიანი დააკავა.

როგორც მედია წერს, მთელი საფრანგეთის მასშტაბით 250 დემონსტრაციაა დაგეგმილი. მედიის ცნობით, აქციაზე 600 ათასამდე ადამიანს ელოდებიან. პარიზსა და მის გარეუბნებში 5 ათასამდე სამართალდამცველია მობილიზებული.

თარგმანი: პირველი არხი