საფრანგეთში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სახელწოდებით „დაბლოკე ყველაფერი“ 300-მდე პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტი არეულობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც დემონსტრანტებმა სასწავლებლების ბლოკირება გადაწყვიტეს და პოლიციელებს პიროტექნიკა დაუშინეს. სამართალდამცველებმა კი საპასუხოდ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციას პარიზის საავადმყოფოდან გაფიცული თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

დაპირისპირების ფონზე, პარიზის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. პოლიციამ შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მალევე განახორციელა და ტერიტორია ალყაში მოაქცია.

მედიის ინფორმაციით, გარკვეული შეტაკებების მიუხედავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით განლაგებულმა ათი ათასობით სამართალდამცველმა ბლოკადის მოხსნა შეძლო.

ცნობისთვის, დემონსტრანტები საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს საბიუჯეტო გეგმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. როგორც მედია წერს, ახალი პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს არჩევამაც, შესაძლოა, უკმაყოფილებას გამოიწვევს.

თარგმანი: პირველი არხი