ევროპის საფეხბურთო მინდვრებზე მორიგი ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ესპანეთში, გიორგი მიქაუტაძის ახალი გუნდი, „ვილიარეალი“ გასვლაზე ვიგოში „სელტას“ შეხვდა.
უშედეგოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, სტუმრები 53-ე წუთზე ნიკოლას პეპემ დაწინაურა.
მასპინძლები წაგებას კომპენსირებული დროის მე-4 წუთზე ბორხა იგლესიასმა გადაარჩინა.
სამი ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ ორი მოგება და ერთი ფრე აქვს.
საფრანგეთში, გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ პარიზს სტუმრობდა.
შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს. გიორგი წიტაიშვილი (Flashcore - 7,4) და გიორგი აბუაშვილი (Flashcore - 6,5) 62-ე წუთზე შეცვალეს.
„პარიზი“ - „მეცი„ 3:2(1:1)
გოლები: სადიბუ სანე 0:1, 45+1' ილან ქებალი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 52' ილან ქებალი 2:1, 54' ბუბაქარ ტრაორე (გიორგი წიტაიშვილი) 2:2, 67' მოსეს სიმონი 3:2
გაძევება: 80' სადიბუ სანე (წითელი ბარათი)
„მეცი“ ერთადერთი გუნდია ლიგა 1-ში, რომელსაც სამი ტურის შემდეგ ქულა არ აქვს მოპოვებული.