11 ნოემბრის დილით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ კრივოი-როგში არსებულ ხუთსართულიან საცხოვრებელი კორპუსს ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი ლისაკი იტყობინება.
ბოლო ცნობებით, თავდასხმის შედეგად 8 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, 2 ბავშვი - 11 წლის ბიჭი და 10 წლის გოგო. დაშავებულები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ.
"ყოველ დღე და ყოველ ღამე რუსეთი ერთსა და იმავე ტერორიზმს ახორციელებს, იმ განსხვავებით, რომ რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტი სამოქალაქო ობიექტი ხდება მისი სამიზნე. რუსეთი მხოლოდ ომის გაგრძელებას ესწრაფვის და მისი ყოველი იერიში მათ ნებისმიერ დიპლომატიურ განცხადებას ეწინააღმდეგება. უკრაინას სჭირდება იარაღი, რათა თავი დაიცვას რუსული ტერორიზმისაგან. პრინციპული გადაწყვეტილებებისა და უკრაინის მხარდაჭერის გარეშე რუსეთს არასდროს ექნება მოტივაცია მშვიდობის დასამყარებლად, ამის ნაცვლად, იგი ახალ სამიზნეებს გაიჩენს". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.