დონალდ ტრამპი პირველად გამოიყენებს საპრეზიდენტო შემცირების უფლებამოსილებას (PDA) უკრაინისთვის შეიარაღების გადასაცემად - აქამდე უკრაინა ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ შეიარაღებას იღებდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.
წყაროების ცნობით, შეიარაღებას უკრაინა შეერთებული შტატების არსენალიდან მიიღებს და მისი ღირებულება შესაძლოა 300 მილიონ დოლარს გაუტოლდეს.
შეიარაღების პაკეტში შესაძლოა შევიდეს სხვადასხვა ტიპის თავდაცვითი იარაღი, მათ შორის, საზენიტო რაკეტები PATRIOT-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და ასევე იერიშისთვის განკუთვნილი საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტები - თუმცა წყაროების ცნობით, პაკეტის შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერჯერობით არ არის.
ტრამპის ადმინისტრაციის განკარგულებაში ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დამტკიცებული ბიუჯეტის ნაშთი თითქმის 4 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის გახარჯვაც წინა ადმინისტრაციამ ვერ მოასწრო.
წყაროების ცნობით, აღნიშნულ შეიარაღებას უკრაინა რამდენიმე დღეში მიიღებს, რადგანაც არსენალები ევროპის ტერიტორიაზე მდებარეობს.