ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 ივნისს განაცხადა, რომ ევროკომისიამ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის წინააღმდეგ მე-18 სანქციების პაკეტი წარადგინა, რომელიც ენერგეტიკის სფეროდან მოსკოვის შემოსავლებისა და სამხედრო ინდუსტრიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის Nord Stream-ის მილსადენთან მიმართებით გადარიცხვებისა და სანქციებისგან თავის არიდებაში ჩართული ბანკების აკრძალვასაც მოიცავს. ამასთანავე, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ "დიდი შვიდეულის" მიერ დაწესებული ზღვარი რუსულ ნედლ ნავთობზე ბარელზე $60-დან ბარელზე $45-მდე შემცირდეს.
"რუსეთი მიზანი მშვიდობა არ არის, არამედ ძლიერის მმართველობის დამყარებაა... ძალა ერთადერთი ენაა, რომელსაც რუსეთი გაიგებს," - თქვა ლაიენმა პრესკონფერენციაზე.
თავის მხრივ, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ ახანი სანქციების პაკეტი ენერგეტიკიდან რუსეთისთვის შემოსავლების შემცირებას, ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" გემების დამატებით აკრძალვასა და რუსული სამხედრო ინდუსტრიის შენელებას ისახავს მიზნად.
"რუსეთი თავისი ომის ესკალაციას ახდენს. ამიტომ, ჩვენ მის შესაჩერებლად წნეხს ვზრდით." - ამბობს კალასი.