ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის კონსტიტუცია მას საშუალებას აძლევს, 2030 წელს კიდევ ერთი საპრეზიდენტო ვადით იყაროს კენჭი. თუმცა, სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ამაზე საუბარი ნაადრევია.
„მე ამაზე არც კი ვფიქრობ; მე რუსეთის მომავალზე ვფიქრობ“, - განაცხადა პრეზიდენტმა სანკტ-პეტერბურგში წამყვანი გლობალური საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.




