რუსული დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, პოლონეთის ხელისუფლებამ NATO-ს წესდების მეოთხე მუხლი გაააქტიურა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციების გამართვას გულისხმობს.
ამასთან, ტუსკის თქმით, არ არსებობს მიზეზი იმის სათქმელად, რომ პოლონეთი საომარ მდგომარეობაშია, თუმცა, სიტუაცია იმაზე მნიშვნელოვნად საშიშია, ვიდრე წინა შემთხვევები. მისივე თქმით, სამხედრო კონფლიქტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "იმაზე ახლოსაა, ვიდრე როდისმე იყო".
NATO-ს შექმნიდან დღემდე ალიანსის წესდების მეოთხე მუხლი სულ 7-ჯერ იყო ამოქმედებული. ბოლოს ეს 2022 წელს მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
აღსანიშნავია, რომ ტუსკმა მეოთხე მუხლის ამოქმედების საკითხი ქვეყნის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეათანხმა.