ნეპალნში ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების შედეგად აქციის სულ მცირე 14 მონაწილე მოკლეს. 

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ სოციალური პლატფორმების, მათ შორის Facebook-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა შეზღუდვის დაწესების მიზეზად სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელება დაასახელა. 

ნეპალის ტელევიზიის მიხედვით, აქციაზე 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. პარლამენტის სპიკერის, ეკრამ გირის თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის ტერიტორიაზე შეიჭრა.