რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"რაც შეეხება ტრამპის სიტყვებს პუტინის "ცეცხლთან თამაშის" და რუსეთისთვის "ძალიან ცუდი რამის" შესახებ, მე მხოლოდ ერთი ნამდვილად ცუდი რამ ვიცი - მესამე მსოფლიო ომი. იმედი მაქვს, ტრამპს ეს ესმის!", - წერს მედვედევი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი "ცეცხლს ეთამაშება".
ამერიკის პრეზიდენტმა გააკრიტიკა პუტინი და თქვა, რომ ტრამპის გარეშე "რუსეთს დიდი ხნის წინ მართლაც ცუდი რამ დაემართებოდა. და როცა ამას ვამბობ, მართლა ცუდს ვგულისხმობ. ის ცეცხლს ეთამაშება!"