ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე წერს.
"შეერთებულ შტატებში რომ მამაცი შრომისთვის ჯილდო ყოფილიყო, მას მოქმედი პრეზიდენტი მისი მუშაობის პირველი ასი დღისთვის და განსაკუთრებით, ტარიფებთან ბრძოლის დაწყებისთვის მიიღებდა.
ამავდროულად, მისი ტარიფების ურო და ნამგალი ყველას წინააღმდეგაა მიმართული.
ახლო მეზობლები იტანჯებიან, ნისლიან ალბიონში დეგენერატები ტირიან, შეშლილი მოხუცი ევროპა გიჟდება. მათთვის საქმეები საერთოდ არ არის მარტივად. რიტუალური გარიგების დასადებად, კოდური სახელწოდებით "მაკოცე უკანალზე", უნდა წახვიდე და თავი დახარო. შემდეგ ევროპის სამხრეთში შუქი ჩაქრა... (დიახ! დიახ! ყველამ იცის, ვინ გააკეთა ეს...)
თუმცა, ჩინეთს აქვს საკუთარი უზარმაზარი რესურსები და გიგანტური შიდა ბაზარი და, შესაბამისად, მისი ეკონომიკა აუცილებლად გაუძლებს ნებისმიერ ზეწოლას. სწორედ აქ დაუშვა ტრამპმა შეცდომა.
ჩვენ ამერიკასთან თითქმის არ ვვაჭრობთ და ახალი სასტიკი ტარიფები ჩვენზე არ ვრცელდება. მათ აზრი არ აქვთ, როდესაც არსებობს უკანონო "შემზღუდავი ზომები", რომელთა რიცხვი უკვე 30 000-ია!
მაგრამ ტრამპმა საბოლოოდ დაარწმუნა კიევის რეჟიმი, რომ ამერიკული დახმარება მინერალებით დაეფინანსებინა. ახლა სამხედრო მარაგების გადახდა გაქრობის პირას მყოფი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრით იქნება საჭირო. და აშშ-ის სენატი, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, ემზადება ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო "გამანადგურებელი სანქციების" დაწესებისთვის. ვნახოთ, როგორ უპასუხებს ახალი ადმინისტრაცია. ტრამპის რეიტინგი მკვეთრად დაეცა და "დიფ სთეითი" მას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს.
მაისი ქარიშხლით იწყება. და არა მშვიდობიანად. გამარჯვების დღე ჯერ კიდევ წინ არის", - წერს მედვედევი.