რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს X-ზე ეხმაურება.
"პრეზიდენტ პუტინსა და ტრამპს შორის გამართულმა სატელეფონო საუბარმა ცნობილი იდეა დაადასტურა — სასადილო ოთახში მხოლოდ რუსეთი და ამერიკაა. მენიუში კი მსუბუქი აპეტაიზერებია - ბრიუსელის კომბოსტო, ბრიტანული შემწვარი თევზი კარტოფილით და პარიზული მამალი. მთავარი კერძი კი კიევური კატლეტია! გემრიელად მიირთვით!" - წერს მედვედევი X-ზე.
The phone call between Presidents Putin and Trump proved a well-known idea – there is only Russia and America in the dining room. On the menu: light appetisers – Brussels sprouts, British fish and chips and Paris rooster. The main course is a Kiev-style cutlet. Enjoy your meal!
— Dmitry Medvedev (@MedvedevRussiaE) March 18, 2025