11 ნოემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან სამი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი 2 თვის იყო. ინფორმაციას ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის ოლქოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი Telegram-ზე წერს. 

"კრივოი-როგზე გუშინდელი თავდასხმის დროს რუსებმა ოთხი ადამიანი მოკლეს. საშინელი ტრაგედიაა. გულწრფელი სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებს. სამაშველო ოპერაცია დასრულებულია", - წერს ლისაკი

11 ნოემბერს რუსი ოკუპანტები ბალისტირი რაკეტებით იერიში მიიტანეს კრივი რიჰში ხუთსართულიან შენობაზე. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. გუშინვე მაშველებმა ნანგრევებიდან ქალის ცხედარი ამოიღეს.