ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი" აქვეყნებს.

უკრაინის პრეზიდენტმა „სქაი ნიუსის" -ის მთავარ კორესპონდენტს, სტიუარტ რემსის განუცხადა, რომ ნატოს წევრობა უნდა შესთავაზონ ქვეყნის არაოკუპირებულ ნაწილს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ უკრაინის ტერიტორია, რომელსაც ის აკონტროლებს, „ნატოს ქოლგის ქვეშ" იქნება, მოგვიანებით მას საშუალება მიეცემა აწარმოოს მოლაპარაკება და ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნოს „დიპლომატიური გზით".

„თუ ჩვენ გვსურს ომის ცხელი ეტაპის შეჩერება", მაშინ „უკრაინის ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება", უნდა იყოს „ნატოს ქოლგის ქვეშ“. ეს სწრაფად უნდა გავაკეთოთ, შემდეგ კი უკრაინა შეძლებს „მათ დაბრუნებას დიპლომატიური გზით". ცეცხლის შეწყვეტა და ამავდროულად, ნატოს ქოლგა, უზრუნველყოფს, რომ პუტინი ვერ განაახლებს ომს და დამატებით ვეღარ მიიტაცებს უკრაინის ტერიტორიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაბრუნდება, - ამბობს ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველად მიანიშნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს რუსეთის კონტროლს უკრაინის ტერიტორიაზე. მას ადრე არასდროს უთქვამს, რომ დაუთმობდა უკრაინის რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიას მათ შორის ყირიმს, რომლის ოკუპაცია-ანექსია 2014 მოხდა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯი უკრაინის კონსტიტუციით დაუშვებელია და ამის ერთადერთი გზა ამ ტერიტორიების მცხოვრებთა გამოყოფაზე დათანხმებაა. მიმდინარე წლის ივლისში, გაზეთ Le Monde-თან ინტერვიუში, მან თქვა, რომ ტერიტორიები შეიძლება შეუერთდეს რუსეთს თავისუფალი და სამართლიანი რეფერენდუმის გზით, თუმცა, მისი თქმით, ასეთი კენჭისყრის ჩასატარებლად კიევს მოუწევს ტერიტორიის კონტროლის ქვეშ დაბრუნება.

სტატიის დასასრულს „სქაი ნიუსი" მკითხველს შეახსენებს, რომ 1000 დღეზე მეტი ხნის წინ დაწყებული ომის განმავლობაში უკრაინის შეუპოვარი წინააღმდეგობის და კონტრშეტევის მცდელობის მიუხედავად, ბოლო თვეებში კიევის ძალები უკან იხევდნენ, რუსეთი კი თანდათან აღწევდა უპირატესობას ქვეყნის აღმოსავლეთში.