სტუდენტების ნაწილმა ლექციებზე დასწრებაზე უარი თქვა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს უერთდებიან.
აქციის მონაწილეთა თქმით, მთავარი მოთხოვნა ქვეყნისთვის ევროპულ გზაზე დაბრუნება და ხელახალი არჩევნებია.
სასწავლებლის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა შორის არიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.