"ბიზნესი რომელიც წერს, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ არ აფინანსებს ან უმნიშვნელოდ აფინანსებს ოპოზიციურ აზრს, მოქმედებს გუშინ მამუკა მდინარაძის მიერ მიცემული უფლებამოსილების ფარგლებში." - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს:

"ბიზნესი რომელიც წერს, რომ ჩვენი ადგილი ევროპაშია, მაგრამ არ აფინანსებს ან უმნიშვნელოდ აფინანსებს ოპოზიციურ აზრს, მოქმედებს გუშინ მამუკა მდინარაძის მიერ მიცემული უფლებამოსილების ფარგლებში.

ისინი ასე იქცევიან, არა იმიტომ, რომ პროტესტის მხარეს არიან, არამედ იმიტომ რომ თანამშრომლები არ აუჯანყდეთ ან დასავლეთთან არ გაუფუჭდეთ ვაჭრობის საქმე.

ფული ანუ ძალა არ უნდა მისცეს ბიზნესმა პროტესტს, ეგაა მთავარი სისტემისთვის, თორემ ცარიელი სოლიდარობა არაა პრობლემა.

ყველა, ვინც გვიღიმის მეგობარი არაა."