აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადება ქვეყნდება
„ქართული ოცნების გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის კონსტიტუციაში გაცემულ დაპირებას, რომ ესწრაფოდეს ევროკავშირსა და ნატოში სრულ ინტეგრაციას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, ქართულმა ოცნებამ უარყო ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის წინაშე.
ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას. შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ მშვიდობიანი პროტესტი.
ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა საერთო ღირებულებებს და ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემასა და ერთგულებას, აგრეთვე ანტიკორუფციული ძალისხმევას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევის შესახებ და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას" - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში