მოსწავლეები მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან ტრანსფარანტებით "არა რუსეთს", "ევროპული განათლება რუსული ჩრდილის გარეშე" მივიდნენ და აღმაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ მხოლოდ ევროპული მომავალი უნდათ და გმობენ ყოველგვარ ძალადობას.
"აქ მოზარდები ვდგავართ იმისთვის, რომ არ გვინდა რუსული მომავალი და გვინდა ევროპა. მე პირადად იმის გამოც ვდგავარ , რომ ვაპროტესტებ ძალადობას, ყოვლად მიუღებელია რაც თბილისში ხდება, ჩვენს თანატოლებს არბევენ და მათზე ძალადობენ იმის გამო, რომ თავიანთ აზრს გამოხატავენ",- განაცხადა აქციის მონაწილე მართა ზარგინავამ.
გაფიცულმა მოსწავლეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.