აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დათანხმდა 23 ოქტომბერს „სიენენის“ ეთერში დებატებს.

ვიცე-პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა დონალდ ტრამპს, რომ ასევე დათანხმდეს დებატებში მონაწილეობის მიღებას.

როგორც ჰარისის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ამბობს, პრეზიდენტობის კანდიდატი მზადაა, კიდევ ერთი შესაძლებლობისთვის და ტრამპი უპრობლემოდ უნდა დათანხმდეს დებატებს.

„სიენენში“ აცხადებენ, რომ დებატებისთვის მოწვევა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატსაც გაუგზავნეს, რადგან ამერიკელი ხალხისთვის სასარგებლო იქნება მეორე დებატები.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით პასუხს ორივესგან, რათა ამერიკელმა ხალხმა შეძლოს, მეტი გაიგოს ამ კანდიდატებისგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,”- ნათქვამია ტელევიზიის განცხადებაში.

თარგმანი: პირველი არხი