აშშ-ის რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისმა დემოკრატმა ოპონენტმა კამალა ჰარისმა დებატები წააგო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა
„მან გუშინ საღამოს დებატები წააგო“, - წერს ტრამპი.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკის მოსახლეობის მესამედმა არ იცის ჰარისის პოზიცია და დებატების დროს მან ვერ აჩვენა, რატომ უნდა ენდობოდნენ მას.
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები შედგა. დებატები ABC News-ის ეთერში გადაიცემოდა და ის 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. საპრეზიდენტო კანდიდატებმა საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის, მიგრაციაზე, აშშ-ის შიდაპოლიტიკურ ვითარებასა და მსოფლიოში მიმდინარე ომებზე.