წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მსახიობმა შალვა აბაშიძემ მონოსპექტაკლის - „თეატრი და კინო, ყოფნა არყოფნისა“ პრემიერა გამართა.
ოტია იოსელიანისა და უკრაინელი მწერლის ვლადიმერ ჩეპოვის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სცენარი ადამიანის დანიშნულების, წუთისოფლის ამაოების, სიყვარულის, რწმენის, სამშობლოს მსახურების, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულების საკითხებს აერთიანებდა.
პრემიერას წყალტუბოს კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე, კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჩანქსელიანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონო სპექტაკლმა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და ანშლაგით ჩაიარა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, გამომსვლელებმა ცხოვრებისეულ ფასეულობებსა და ადამიანურ ღირებულებებზე ისაუბრეს.
სპექტაკლი „თეატრი და კინო, ყოფნა არყოფნისა“ მუსიკალურად გააფორმა წყალტუბოელმა მუსიკოსმა დავით კიკვიძე, ხოლო სცენარის მხატვრობა სამხატვრო სკოლის პედაგოგს, მხატვარ ნანო მანაგაძეს ეკუთვნის.









