"ჰანტა ვირუსი პანდემიას ვერ გამოიწვევს, რატომ აშინებთ ხალხს?"- ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი, ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ვინ არის ეს კობა კუპრაშვილი, ჰანტა ვირუსი პანდემიას ვერ გამოიწვევს, რატომ აშინებთ ხალხს. პოსტზე კომენტარი არ დაიდო, საერთოდ არ მიყვარს კომენტარები დ არც პოსტები მაგრამ ახლა ვერ გავუძელი" , - წერს მარინა ენდელაძე.
შეგახსენებთ, ესპანეთმა საკრუიზო გემიდან, სადაც "ჰანტავირუსი" გავრცელდა, მგზავრების ევაკუაცია დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 140-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ასიმპტომურები არიან. პირველი 14 ესპანელი მგზავრი უკვე ჩაფრინდა მადრიდში, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
გემი ტენერიფედან როტერდამისკენ გაემართება, სადაც სრული დეზინფექცია ჩაუტარდება.
ცნობისათვის, აპრილის დასაწყისიდან დღემდე ინფიცირების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს არ არის ახალი პანდემიის დასაწყისი. ვირუსი მხოლოდ ძალიან ახლო კონტაქტით გადადის, ამიტომ გლობალური რისკი დაბალია.









