საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.

„პარი სენ-ჟერმენმა“ ბრესტთან შეხვედრა წამყვანი ფეხბურთელების უმეტესი ნაწილიო ნაწილის გარეშე დაიწყო და მათგან ოთხი - დუე, დემბელე, კვარაცხელია და ნევეში - მინდორზე მხოლოდ მას შემდეგ შეიყვანა, რაც სტუმართა კარს გასაღები ვერ მოუძებნა. 

შეცვლებს შედეგი შეხვედრის მიწურულს მოჰყვა: 82-ე წუთზე დეზირე დუემ გოლი გაიტანა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. 

კვარაცხელია (Flashscore - 7,90) მინდორზე 61-ე წუთზე შევიდა.


13 მაისს „პარი სენ-ჟერმენის“  და „ლანსის“ გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება, 17 მაისს კი „ლანსი“ ლიონსში „ოლიმპიკთან“ ითამაშებს და „პარი სენ-ჟერმენი“ „პარიზთან“.