"არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ აღასრულებენ მუქარას, ჩაახშონ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიცია",- ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი "ატლანტიკური საბჭოს" ქართველი თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარებას.

"ორივეს (ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა) მაღალი შეფასება აქვს საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის შესახებ გაწეული მუშაობის გამო. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვიღაც მიანიშნებს, რომ არჩევნების შემდეგ აღასრულებენ მუქარას, ჩაახშონ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიცია",- წერს იან კელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკული კომპანიის "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების - სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ჩხრეკა დღეს დილით ჩატარდა.

გელავასა და ბუზიაშვილისათვის გადაცემული განჩინებების თანახმად, ჩხრეკა ტარდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.