საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს და ახსენებს, რომ მტერი ჩრდილოეთით უნდა ეძიოს.
"ბატონო პრემიერო, თუ თქვენს მტრებს ეძებთ, გაიხედეთ ჩრდილოეთისკენ, სადაც რუსული ჯარები განაგრძობენ თქვენს ოკუპაციას, მუქარას და დაპატიმრებას. თქვენი მეგობრები თქვენს შორის არიან და მუშაობენ, რათა დაგეხმარონ დასავლეთთან შეერთებაში, ოცნებასთან, რომელსაც ყოველი ტყუილითა და შეურაცხყოფით აშორებთ", - წერს იან კელი.
Mr PM, if you're looking for your enemies, look to your north, where Russian troops continue to occupy, threaten, and imprison you. Your friends are among you, working to help you join the West, a dream you push away with every lie and insult.https://t.co/UmVS7sGbgP
— Ian Kelly (@ikelly731) June 6, 2024
შეგახსენებთ, კობახიძემ კონგრესში დაიინიცირებულ "MEGOBARI Act"-ს მტრული უწოდა.