Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 34%ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 18%კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 14%გახარია - საქართველოსთვის - 11%ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 10%ლეიბორისტული პარტია - 5%გირჩი (იაგო ხვიჩია) - 4%პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%სხვა პარტიები - 1%

კვლევის მიხედვით, კითხვაზე - "რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში",  შედეგი ასეთია:  "ქართული ოცნების" ამომრჩევლის 92 % დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში, ხოლო ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველოს ამომრჩევლის 82%-ია დარწმუნებული არჩევანში. 

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "ედისონ რისერჩმა" ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

გამოკითხვა ჩატარდა 01.10 - 18.10 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1 200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.