კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, ვიდრე აშშ ამის საწინააღმდეგოდ საფასურს დააწესებს??? - ასე ეხმაურება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი აქციაზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში.
ყოფილი ელჩი გუშინდელ აქციაზე გადაღებულ კადრებს აზიარებს, რომელზედაც სამართალდამცველების მიერ დემონსტრანტების დაკავებისა და მათთან ფიზიკური დაპირისპირებაა ნაჩვენები.
"კიდევ რამდენი წითელი ხაზი უნდა გადაკვეთოს ამ ხელისუფლებამ, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები დაგმობს ამას და ამის საწინააღმდეგოდ საფასურს დააწესებს???",- წერს იან კელი.
How many red lines does this govt have to cross before the U.S. condemns it and imposes costs against it??? @StateEUR @StateDeptSpox https://t.co/Zo9GK0C2bZ
— Ian Kelly (@ikelly731) April 30, 2024