აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი მშენებლობაზე ქალაქ ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით (ს/კ 05.27.09.011) . 


პროექტის თანახმად ბათუმში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი და   ბათუმის #1 მრავალფუნქციური პოლიკლინიკის მშენებლობა განხორციელდება.  

ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რეკონსტრუქცის შედეგად დაემატებ 4 სართულიანი ფლიგელი, სადაც განთავსდება ბავშვთა ინტენსიური თერაპიის 50 ადგილიანი ბლოკი. შენობის სხვადასხვა სართულზე ასევე  განთავსდება დიალიზის განყოფილება, ქირურგიული საოპერაციო ბლოკი, საავადმყოფოს კვების ობიექტი, არქივი, სასტერილიზაციო და სააფთიაქო  ბლოკი;

შ.პ.ს. ბათუმის N1 პოლიკნინიკისთვის განკუთვნილ ნაწილში განთავსდება 
მიმღები და რეგისტრატურა, ექიმებისა და ექთნების საორდინატორო, ტექნიკური საწყობები. II სართული დაეთმობა ლაბორატორიულ,  ფუნქციური დიაგნოსტიკისა და თერაპიულ განყოფილებას. 
III სართულზე კი,  ქირურგიული და პედიატრიული  და ვაქცინაციის განყოფილებები.
ადმინისტრაცია, სააქტო დარბაზი, ბუფეტი და არქივი შენობის IV სართულზე მოიცავს.

პროექტის თანახმად ქ. ბათუმის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრის შენობაში ცენტრის კუთვნილი ტექნიკა(ცხრა ერთეული სასწრაფო ბრიგადა, ორი ერთეული რეფერალური ბრიგადა, სამი ერთეული სეზონური ბრიგადა და სამი ერთეული მოტო ბრიგადა)  და საწყობი ბლოკი, ტექნიკური ოთახები, სასტერილიზაციო,  სასწავლო ცენტრი, სადისპეტჩერო და ადმინისსტრაციის ოთახები განთავსდება. ასევე მოეწყობა პერსონალის სამორიგეო, სასადილო და მოსასვენებელი სივრცეები;

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=598837&lang=ge