თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46 ათასს გადააჭარბა.
მისივე თქმით, მიწისძვრიდან ერთი თვის შემდეგ სტიქიური უბედურების ზონიდან 3 000 000 ადამიანია ევაკუირებული. მათი ნაწილი ახლომდებარე სოფლებში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, უახლოეს დროში ასევე იგეგმება კონტეინერების ქალაქების ფართობის გაზრდა, სადაც უსახლკაროდ დარჩენილები დროებით შეაფარებენ თავს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა.