თურქეთის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული პროვინციების პროკურატურების გადაწყვეტილებით, სახლების არაკეთილსინდისიერ მშენებლობაში ეჭვმიტანილ 997 ადამიანს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ Anadolu წერს.
სააგენტოს ცნობით, მათგან 247 დაკავებულია, 322 ეჭვმიტანილი კი სასამართლო კონტროლის ქვეშ იმყოფება. ასევე გაცემულია კიდევ 198 ეჭვმიტანილის დაპატიმრების და 102 ადამიანის დაკავების ორდერი.
თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრისა და სახლების ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 45 ათას ადამიანს გადააჭარბა.
Associated Press წერს, რომ თურქეთში მიწისძვრების შედეგად 173 ათასი შენობა ჩამოინგრა ან სერიოზულად დაზიანდა. ექსპერტების აზრით, დანგრეული შენობები უხარისხო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აშენდა. ასევე შენობები ხშირად ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო სტანდარტებს.