თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს, მათ შორის არიან როგორც სამშენებლო კომპანიები და კონტრაქტორები, ასევე უძრავი ქონების მფლობელები
თურქეთის იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დაკავებულია 184 ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიც.
6 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ 16 000-ზე მეტი შენობა დაანგრია ან ძლიერ დააზიანა. სტიქიას მხოლოდ თურქეთში 50 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.