წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ სოფელ ოფშკვითში სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია და ხიდ-ბოგირების აღდგენა, რის შედეგად მოგვარდება უხვი ნალექის დროს საკარმიდამო ნაკვეთებისა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის პრობლემა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დაიწყო და ამჟამად დასრულების ეტაპზეა.პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. მისი ღირებულება 2 672 769 ლარს შეადგენს.










